იტვირთება...
ხელშეკრულებასერვისის გამოყენების პირობები

სერვისის გამოყენების პირობები

ტერმინთა განმარტება:
webbers.ge - შემდგომში კომპანია
billing.webbers.ge - შემდგომში ბილინგი/სამართავი პანელი


1.ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგ სერვისებს საზიარო ჰოსტინგი, ბიზნეს ჰოსტინგი, ვირტუალური პირადი სერვერები, იმეილ ჰოსტინგი და დომენის რეგისტრაცია
2.კომპანია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მომსახურების პირობები, რის შესახებაც ეცნობებატ არსბულ მომხმარებლებს ბილინგში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
3.კომპანიას აქვს უფლება ბილინგში მითითებული ფასები შეცვალოს ნებისმიერ დროს
4.ჩვენს სერვერებზე იკრძალება ისეთი კონტნტის განთავსება რაც იკრძალება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით
5.თუ მომხმარებლის მხრიდან გამოვლინდება დარღვევა რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაბლოკოს და წაშალოს მომხმარებლის მონაცემები და ფაილები სერვერიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ან გაფრთხილების შემდეგ.
6.კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მხრიდან ატვირთული კონტენტის მუშაობაზე, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ მხოლოდ სერვერის გამართულ მუშაობაზე
7.თუ პრობლემა შეიქმნა ჩვენი სერვერის მხრიდან, რეაგირება იწყება 5 წუთის შემდეგ
8.როდესაც მომხმარებელი მოგვმართავს პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენი რეაგირების დრო არის მოთხოვნის შემოსვლიდან 48 საათი.
9.ანგარიშსწორება ხდება რამოდენიმე გზით, რაც მითითებულია ბილინგში გადახდის დროს
10.კომპანია არ არის ვალდებული გარკვეული თანხები უკან დაუბრუნოს მომხმარებელის, როგორიც არის VPS სერვისის საფასური ასევე დომენის ან იმეილ ჰოსტინგისათვის გადახდილი თანხა
11.საზიარო და ბიზნეს ჰოსტინგის გადაუხელობის შემთხვევაში სერვისი იბლოკება მეორე დღეს და იშლება 15-ე დღეს
12.VPS სერვერი იბლოკება გადახდის შემდეგ დღეს და იშლება დაბლოკვიდან მეორე ღეს
13.ჩვენ ვახდენთ მომხმარებლის საიტების რეზერვაციას კვირაში ერთხელ დაცულ სერვერზე.
14.ფორსმაჟორიულ სიტუაციაში (სამოქალაქო ომი, ბუნებრივი კატასტროფები, ომი,) აღნიშნულ სიტუაციაში webbers.ge ჯგუფი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მის მიერ გაყიდულ სერვისებზე
15. დომენის შეკვეთის შემდეგ, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს შეკვეთა და გააუქმოს ის, რა შემთხვევაშიც გადახდილი თანხა შემკვეთს უბრუნდება უკან.
16. უკვე შეძენილი და დარეგისტრირებული დომენის თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია.
17. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის მიერ ბილინგში მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე გაგზავნოს მარკეტინგული შეტყობინებები, თუ მომხმარებელს სურს ამის შეწყვეტა, მან კომპანიას უნდა მიმართოს შეწყვეტის თაობაზე.
18. მომხმარებლის მხრიდან, თაღლითბის, საავტორო უფლებების დარღვევის ან ნებისმიერი ქმედებით გამოწვეული შედეგი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, არის იმის საფუძველი, რომ კომპანიამ მომხმარებელს გაუუქმოს ნებისმიერი აქტიური სერვისი და დაბლოკოს მომხმარებელი.
19. კომპანია მესამე პირებზე არ გასცემს ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ჩვენ უფლება გვაქვს ინფორმაცია კანონის შესაბამისად გავცეთ ისეთ უწყებებზე, როგორიც არის შსს და სხვა.
20. თუ მომხმარებელი რაიმე სახით დააზიანებს კომპანიას, ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება მომხმარებელს გავუუქმოთ ჩვენთან არსებული ნებისმიერი აქტიური ჰოსტინგი, დომენი და ყველა სხვა სერვისი.
21. კომპანია მომხმარებლისგან დამატებით ითხოვს მოქალაქის პირად ნომერს, თუ მომხმარებელი არ არის თანახმა პირადი ნომრის მითითებაზე, მაშინ მას არ შეუძლია შეიძინოს რაიმე სერვისი ჩვენს საიტზე. პირადი ნომრის მოთხოვნა და დამუშავება ხდება იმ შემთხვევისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს კანონმდებლოვა და შესაბამის სტრუქტურებს გაუადვილდეთ საქმიანობა.